აჯანყება კადიროვის წინააღმდეგ

როგორ გამოსდის კადიროვს, კავკასიის "მეთვალყურე" იყოს

ინგუშეთში მიმდინარე საპროტესტო აქციები ჩეჩნეთის რესპუბლიკის რუსეთის მიერ ხელდასმულ ლიდერ რამზან კადიროვის წინააღმდეგ აჯანყებაა,– თვლის პოლიტოლოგი სტანისლავ ბელკოვსკი. მისივე აზრით, კონფლიქტი შედეგად იქცა  ჩეჩნეთის ლიდერის სწრაფვისა, მთელი ჩრდილოეთ კავკასიადაიქვემდებაროს.

მოსკოვი თავს იკატუნებს, თითქოს ინგუშეთში მიმდინარე აქციები არ ეხებოდეს.  ვითარების დარეგულირება დაეკისრა კადიროვს, რომელიც, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თავში უფლებამოსილებების არაფორმალური გადანაწილების თანახმად, ჩრდილოეთ კავკასიაზეაპასუხისმგებელი,– დარწმუნებულია ბელკოვსკი.

მისივე ინფორმაციით, გარკვეულ როლს ამ ვითარებაში ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი ანატოლი მატოვნიკოვიც ასრულებს - დაცვის ფედერალური სამსახურის გენერალია, თუმცა დე ფაქტო კადიროვის კადრი: სავარაუდოდ, ეს თანამდებობა მას უფროსი კადიროვის - აჰმადის დაცვის ყოფილი უფროსობის გამო არგუნეს.

არსებული ვითარება, ბელკოვსკის შეფასებით, პრობლემების მთელს კომპლექსს წარმოადგენს, მისი მოგვარების გზად კი მას ჩრდილოეთ კავკასიის ისლამური რეგიონებისთვის დამოუკიდებლობის მინიჭება მიაჩნია.

ამ კონტექსტში ექსპერტი ბოლო დროის კიდევ ერთ გახმაურებულ ისტორიას იხსენებს, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონს გასცდა: „გაზპრომის“ წინაშე ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვალისჩამოწერასთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ მალევე მამა–შვილ არაშუკოვების დაკავებას. გროზნოს სასამართლომ რესპუბლიკას 9 მლრდ რუბლის ოდენობის ვალი ჩამოაწერა, რამაც რუსულ მედიაში აღშფოთების ტალღა გამოიწვია. რიგ რუსულ რეგიონებში კი განაცხადეს, რომ მოხმარებულიგაზისთვის ვალს აღარც ისინი გადაიხდიდნენ. სკანდალის შემდეგ მოულოდნელად დააკავეს ფედერაციის საბჭოს წევრი ყარაჩაი–ჩექეზეთიდან რაუფ არაშუკოვი და მამამისი რაული. პირველს მკვლელობები დასდეს ბრალად, მეორეს კი  –  30 მლრდ რუბლზე მეტი ღირებულების გაზის მიტაცება. ზოგიერთი ექსპერტი აცხადებდა, რომ ამ ყარაჩაი–ჩერქეზული კლანის დაცემა „გაზის მეფის“ - რაულარაშუკოვის კადიროვთან კონფლიქტმა განაპირობა.

კავკასიაში კადიროვის გავლენის ზრდის ალტერნატიულ ახსნას შესაძლოა, თავად რეგიონების შიდა პრობლემები წარმოადგენდეს, - თვლის ბელკოვსკი. კერძოდ, ინგუშეთში არსებულ ვითარებას რომ გადავხედოთ, შევამჩნევთ, რომ ჩეჩნეთისგან სამართლიანი გამიჯნვის მოთხოვნას ნელ–ნელა დაემატა კიდევ ერთი – რესპუბლიკის ლიდერ იუნუს-ბექ ევკუროვის გადადგომის თაობაზე. გასული წლის შემოდგომაზე კრემლმა ევკუროვი თანამდებობაზე 5–წლიანი ვადით მესამედ დანიშნა და იგი რესპუბლიკის ლიდერის სავარძელს ყველა სხვა მეზობელთან შედარებით, ყველაზე დიდხანს იკავებს, თუ არ ჩავთვლით ჩეჩნეთს, სადაც კადიროვის მმართველობასთან დაკავშირებით ვითარება კიდევ უფრო ნაკლებად ცვალებადია. ევკუროვის ხანგრძლივი მმართველობა, ლეგალური გზებით მისი შეცვლის შეუძლებლობა, ინგუშეთის ეკონომიკის სუსტი განვითარებულობა ხელს უწყობს უკმაყოფილებისა და პროტესტის მომძლავრებას. და კადიროვის როლი ამ პროცესებში ნაკლებია.

არაშუკოვებსაც, კადიროვის გარდა, ბევრი სხვა მტერიც ჰყავდათ. რაუფ არაშუკოვი დიდი ხნის განმავლობაში ყარაჩაი–ჩერქეზეთში ცნობილი ჩერქეზი მოღვაწეების მკვლელობებში იყო ეჭვმიტანილი.


რუსეთში მტრები ჰყავს თავად კადიროვსაც. ლიბერალებს იგი რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევებისა და მთლიანად რუსეთში არსებული რთული ვითარების გამო არ უყვართ; ისლამის მოღვაწეები სულ უფრო ხშირად გამოხატავენ უკმაყოფილებას კადიროვის მცდელობების გამო, რელიგიურ სფეროში სასულიერო ლიდერობა მოირგოს. და ბოლოს, მთავარი: რუსეთის ძალოვან სტრუქტურებში მუსირებს მოსაზრება, რომ კადიროვსა და ჩეჩნეთს მეორე რუსულ–ჩენური ომის შემდეგ ზედმეტი დამოუკიდებლობა მიენიჭათ.


მიუხედავად ამისა, სანამ კადიროვი პუტინთან თბილ ურთიერთობებს ინარჩუნებს, ჩეჩნეთის ლიდერს უღრუბლო ყოფას უწინასწარმეტყველებენ. ამავე დროს, კავკასიის „მეთვალყურეობა“ მას ჯერ–ჯერობითარცთუ უხარვეზოდ გამოსდის. მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჩეჩნეთის შიგნით მართვის მეთოდები ძნელადგამოყენებადია რუსეთის სხვა ტერიტორიების მიმართ. ეს ჩრდილოეთ კავკასიისრესპუბლიკებსაც კი ეხებათ, რომელთაც მკაცრი პოლიტიკური რეჟიმები მართავენ. კადიროვი ვერ სთავაზობს კრემლს „მშვიდობას უფლებამოსილებისა და რესურსების სანაცვლოდ“ ვერსად, თავად ჩეჩნეთის რესპუბლიკის გარდა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp