თბილისის ქუჩები, რომლებსაც 10 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ზემო ვეძისის დასახლების, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ბუდაპეშტის, კანდელაკის, ფანჯიკიძის, ზემო ვეძისის, მერი დავითაშვილის, ვაზისუბნის, ზოვრეთის, ლვოვის, ლუქსემბურგის, ოდესის, ონიაშვილის, ტაშკენტის, ყუშიტაშვილის, გამყრელიძის, ვაზისუბნის, ვოლოდარსკის, ლევანდოვსკის, ცხინვალის, აბაშიძის, ანდრონიკაშვილის, არდაზიანის, მგლობლიშვილის, ჩერქეზიშვილის, ოდიშელიძის, იოსებ ბაქრაძის, ისაკაძის, მირზა გელოვანის, ფანჯიკიძის, ნუცუბიძის (ნაწილობრივ), ქართველიშვილის, ამბროლაურისა და ვაკელის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ ონიაშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებელებს.

ჩუღურეთის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ნინო ჩხეიძის, სულაშვილის, ზოიძის, თვალჭრელიძის, შალვა მჭედლიშვილის, გამცემლიძის, კუმისის, ხეთაგუროვის, ახვლედიანის, ბარათაშვილის, ელენე ახვლედიანის, წინამღვრიშვილის, ჯავახიშვილის, ტოლსტოის, ნეკრასოვისა და პლატონის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: წერეთლის გამზირის, აგლაძის, ბაქრაძისა და სამტრედიის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი – 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სოფელი გლდანის, მუხიანის აგარაკების, გლდანის მასივის III, III-ა, IV, V, VI, VII, VIII მიკრორაიონების, მუხიანის IV-ბ მიკრორაიონის, ხევისპირის, წყაროთუბნის, დავით ჯაბიძის, მწვანე, იაკობის, ხიზანიშვილის, პატარა ტბის, ხერგიანისა და ქერჩის ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი – 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: კოჯრის ახალი გზატკეცილისა და ასათიანის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

ისნის რაიონი – 10:30 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აწყურის, კასპისა და წინანდლის ქუჩების მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp