სამედიცინო პერსონალის შეურაცხყოფა დასჯადი ხდება

სამედიცინო პერსონალისთვის შეურაცხყოფის მიყენება დასჯადი ხდება. შესაბამის საკანონმდებლო პაკეტს დღეს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი განიხილავს. ცვლილებების თანახმად, ჯანმრთელობის დაცვის პერსონალისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა, მისი პატივისა და ღირსების შელახვა დასჯადი გახდება. კერძოდ, აღნიშნული ქმედება გამოიწვევს 1 000–ლარიან ჯარიმას, იქივე ქმედების განმეორებით ჩადენა კი  – 2 000–ლარიან ჯარიმას. 

ცვლილებები ხორციელდება სისხლის სამართლის კანონმდებლობაშიც. როგორც კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, საგრძნობლად მოიმატა სამედიცინო   პერსონალსა  და სოციალურ მუშაკებზე ძალადობის შემთხვევებმა და სამედიცინო დაწესებულებებში ძალით შეჭრის, დარბევისა და პიკეტირების ფაქტებმა.  

Facebook Twitter Email Viber WhatsApp