აშშ თურქეთს ულტიმატუმს უყენებს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთს ულტიმატუმი წაუყენა. ოფიციალურმა ანკარამ ივლისის ბოლომდე უნდა გადაწყვიტოს, შეიძენს რუსულ საზენიტო სისტემა С-400-ს თუ ამერიკულ F-35 ტიპის მოიერიშეს. აღნიშნული ულტიმატუმი ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა პატრიკ შენაჰენმა თავის თურქ კოლეგას აკარ ჰულუსის წერილობითი სახით წაუყენა.

შენაჰენის თქმით, თურქეთს არ ექნება შესაძლებლობა, რომ რუსული საზენიტო სისტემა და ამერიკული ავიამოიერიშე ერთდროულად შეიძინოს. ამერიკის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ С-400 საზენიტო სისტემა ნატო-ს თავდაცვით სისტემებს არ შეესაბამება და ალიანსის წევრებს საფრთხეს უქმნის. ამის ნაცვლად ვაშინგტონი ანკარას, ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექსის პატრიოტის შეძენას სთავაზობს.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რა სიახლეებით ხვდება განათლების სისტემა ახალ სასწავლო წელს