მეტროს სადგურ "სარაჯიშვილთან" ავარია მოხდა, არიან დაშავებულები

თბილისში, მეტროს სადგურ "სარაჯიშვილთან" მომხდარი ავარიის სედეგად ორი პირი დაშავდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მსუბუქი ავტომობილი შუქნიშანთან გაჩერებულ ასევე მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. 

დაშავებულები სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. 

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.  


Facebook Twitter Email Viber WhatsApp