ოქრუაშვილი პოლიტიკური მოძრაობის პრეზენტაციისთვის ემზადება

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ახალ პოლიტიკურ მოძრაობას აფუძნებს. ამის შესახებ მან რამდენიმე თვის წინ დააანონსა, თუმცა როგორც გაირკვა, ახალი მოძრაობის პრეზენტაცია ხვალ იგეგმება.

ღონისძიებაზე ოქრუაშვილი საზოგადოებას საკუთარ პოლიტიკურ გეგმებს გააცნობს. სავარაუდოდ, ის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაებმება. 

ამ დროისთვის ოქრუაშვილის თანამოაზრეების შესახებ ინფორმაცია უცნობია. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp