დალასში ამწე საცხოვრებელს დაეცა, არის მსხვერპლი [ვიდეო]

უბედური შემთხვევა მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, დალასში სამშენებლო ამწე მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს და მის ახლოს მდებარე ავტოსადგომს დაეცა. შედეგად შენობის ოთხი სართული და რამდენიმე ავტომობილი დაზიანდა, დაიღუპა ერთი ადამიანი, 6 კი დაშავდა.

ამწის ვარდნის მიზეზად ძლიერი ქარი სახელდება. ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ლარის კურსი 16 სექტემბერს