პოლიტიკური კრიზისი მოლდოვაში - ევროკავშირი და ვაშინგტონი დაპირისპირებულ პარტიებს დიალოგისკენ მოუწოდებენ

ევროკავშირი და ვაშინგტონი მოლდოვაში დაპირისპირებულ პარტიებს დიალოგისკენ მოუწოდებენ. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში წერია, რომ მხარეებმა პატივი უნდა სცენ არჩევნების შედეგებს და მოლდოველი ხალხის ნებას.

კრიზისი მოლდოვაში მას შემდეგ დაიწყო, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის პარტიის მიერ კოალიცის შექმნა უკანონოდ სცნო, პრეზიდენტს უფლებამოსილება შეუჩერა და მის მოვალეობის შემსრულებლად პრემიერ-მინისტრი პაველ ფილიპი დანიშნა.

ფილიპმა პარლამენტის დაშლისა და ვადამდელი არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო, რასაც მოლდოვის ახლად არჩეული პარლამენტი არ დაეთანხმა. დეპუტატებმა პაველ ფილიპის მთავრობა და “დემოკრატიული პარტიის”  ლიდერი, ოლიგარქი ვლადიმირ პლახოტნიუკი ხელისუფლების უზურპატორად გამოაცხადეს. მიღებულ დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ქვეყანაში გამეფებულია კორუფცია, ხოლო ოლიგარქებმა სასამართლოზე ტოტალური კონტროლი დაამყარეს.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
16 სექტემბრის ამინდის პროგნოზი