საქსტატი – საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 6.3%-ით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2018 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით,  6.3%-ით შემცირდა. 

საქსტატის წინასწარი მონეცემებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში სულ 281.1 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია განხორცილდა. FDI-ს შემცირების მიზეზად საქსტატში მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულებასა და რამდენიმე საწარმოს საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში გადასვლას ასახელებენ.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp