საქსტატი განმარტავს, რატომ შემცირდა პირდაპირი ინვესტიციები

"საქსტატის" წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის I კვარტალში 281.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის I კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 6.3%–ით ნაკლებია. 


როგორც საქსტატი განმარტავს, შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება და რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში. 

2019 წლის I კვარტალში უმსხვილესი FDI-ის ქვეყნების ჩამონათვალში პირველ ადგილზეა ირლანდია - 47.4%–ით, მეორე ადგილზეა გაერთიანებული სამეფო - 15.1%–ით, ხოლო მესამეზე აშშ - 8%–ით. 

რაც შეეხება იმ სექტორებს, სადაც ყველაზე მეტი FDI დაფიქსირდა, ამ მხრივ პირველ ადგილზეა კომუნალური, პერსონალური და სოციალური მომსახურების სექტორი, სადაც 139.8 მლნ აშშ დოლარის FDI დაფიქსირდა, ანუ მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 49.7%, მეორე ადგილზეა საფინანსო სექტორი – 42.7 მლნ აშშ დოლარით, მესამეზე კი ტრანსპორტის სექტორი – 28.6 მლნ აშშ დოლარით. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp