სამი თვის სამივლინებო ხარჯები

2019 წლის პირველ სამ თვეში მივლინებებზე 18.3 მლნ. ლარი დაიხარჯა, - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2019 წლის სამ თვეში ბიუჯეტის სხვადასხვა მუხლებიდან მიმართული ადმინისტაციული ხარჯების შეჯამებაშია აღნიშნული.

უწყების მონაცემებით, მიმდინარე წლის სამ თვეში მივლინებებზე დახარჯული თანხა დაახლოებით 1.6 მილიონი ლარით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. უფრო კონკრეტულად, 2018 წელს პირველ სამ თვეში მივლინებეზე ბიუჯეტიდან 16.7 მილიონი ლარი დაიხარჯა.

რაც შეეხება მივლინების ხარის მხარჯავი უწყებების მიხედვით გადანაწილებას, აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი თანხა, კერძოდ 9.9 მლნ ლარი თავდაცვის სამინისტრომ დახარჯა.

განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხარჯი სამ თვეში 1.2 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო საქართველოს შინაგან საქეთა სამინისტროს ხარჯი კი 1.1 მლნ ლარით განისაზღვა.

სხვა სამინისტროების მიერ სამი თვის განმავლობაში მივლინებებზე დახარჯული თანხა კი ასე გამოიყურება:

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრის აპარატი - 66,360 ლარი;

ფინანსთა სამინისტრო - 456,330 ლარი;

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - 541,870 ლარი;

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 38,942 ლარი;

იუსტიციის სამინისტრო - 196,746 ლარი,

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 377,379 ლარი;

საგარეო საქმეთა სამინისტრო - 576,472 ლარი;

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 621,820 ლარი.

ამასთან, აუდიტის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ სამ თვეში მივლინებებზე 1.2 მლნ. ლარი დახარჯა, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 558,702 ლარი, ხოლო საქართველოს პარლამენტმა და მასთან არსებულმა ორგანიზაციებმა 771,865 ლარი.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp