დეკანოზი: "ლგბტქი პრაიდი" რომ ჩატარდეს, საქართველოს ის დაემართება, რაც სოდომს და გომორს"

რიგი სასულიერო პირების განცხადებით, საქართველოში  რომ "ლგბტქი პრაიდი" ჩატარდეს, ქვეყანას ის დაემართება, რაც სოდომს და გომორს.

მაის შესახებ დეკანოზმა დავით ქვლივიძემ განაცხადა. 

„ეს ქმედება არის სასიკვდილო ცოდვა. ამ ქმედების გამო ნადგურდებიან პიროვნებები, ნადგურდებიან ოჯახები, ინგრევა სახელმწიფოები. წარღვნის მიზეზი ეს იყო. ამის გამო ინგრეოდა უდიდესი იმპერიები. ამის გამო დაინგრა რომის იმპერია. ბიზანტია ამიტომ დაინგრა, რუსეთში რევოლუცია ღმერთმა ამის გამო დაუშვა და წარმოიდგინეთ, რა მოუვა საქართველოს?! ასეთ პატარა ქვეყანას. ეს იქნება დაღუპვის დასაწყისი. ღმერთი დაგვსჯის ამის გამო, ამიტომ ვართ ჩვენ შეწუხებულები. ჩვენ ახლა ნათლად ვხედავთ, ქვეყანა რა დღეშია. ფაქტობრივად, თავდაცვისუნარიანობა არ აქვს. ჯარი ჩვენ არ გვყავს. არაფერი ჩვენ არ გვაქვს. ერთადერთი ღმერთის იმედი გვაქვს და რაღაც ძალები ცდილობენ, რომ ღმერთთანაც დაგვაპირისპირონ“, - აღნიშნა დეკანოზმა დავით ქვლივიძემ.

სასულიერო პირები აპირებენ ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ “ეს კვირეული არ ჩატარდეს", მაგრამ თუ მაინც ჩატარდება, აპირებენ მშვიდობიანი ფორმით გამოხატონ პროტესტი. 

სასულიერო პირებმა ხელისუფლებას მოუწოდეს, აკრძალოს მსგავსი ღონისძიებები.

ცნობისთვის: 31 მაისს  შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, "თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილ ადგილებზე და ფორმატით ღონისძიებების ჩატარება, პროცესში ჩართული პირების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით, შეუძლებელია“. იმავე დღეს "თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ შეილახა აქციისა და მანიფესტაციის გამართვის უფლება, რისთვისაც ისინი სტრასბურგის სასმართლოს მიმართავენ. მათივე თქმით, შექმნილი რთული ვითარების მიუხედავად, "თბილისი პრაიდის" გუნდი აგრძელებს კვირეულის ორგანიზებას. 

18-23 ივნისის ჩათვლით ლგბტქი თემი თბილისში სიამაყის კვირეულის გამართვას გეგმავს. თბილისი პრაიდის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა, მათ შორის მსვლელობა. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp