ნინო თანდილაშვილი: „ეკოლოგიურად სუფთა ავტოტრანსპორტი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად“

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ავტომობილების მწარმოებელი კომპანიის „Toyota“  ევროპის სათაო ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა.

ნინო თანდილაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ იგეგმება ავტომობილების გაფრქვევების სტანდარტების დაწესება, რომლის საფუძველზეც ქვეყანაში ავტომობილების იმპორტი ეტაპობრივად თანამედროვე ევროპულ სტანდარტს გაუტოლდება.

ტოიოტას წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს აღნიშნული მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილება გაუზიარეს.

„მოძველებული ავტოპარკი ქვეყნის უმსხვილესი ქალაქების ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი უმთავრესი წყაროა. შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილებით ჩანაცვლება მნიშნველოვან დადებით შედეგს მოიტანს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„ლელოს“ პირველი 12 წევრის ვინაობა ცნობილია