სამი რუსული გაზეთი "მედუზას"დაკავებულ ჟურნალისტს მხარდაჭერას უცხადებს

რუსეთში სამმა წამყვანმა გაზეთმა „კომერსანტმა“, „RBC“-მ და „ვედომოსტიმ“ „მედუზას“ ჟურნალისტ ივან გოლუნოვის მხარდასაჭერად იდენტური პირველი გვერდი გამოაქვეყნა.

ხსენებული გაზეთების ნომერების პირველ გვერდზე წერია: „მე/ჩვენ ივან გოლუნოვი ვართ“. 

მედიასაშუალებების განცხადებით, არ გამორიცხავენ გოლუნოვის დაკავება მის პროფესიულ საქმიანობას ეხებოდეს და გოლუნოვის დაკავებაში პოლიციის ქმედებების დეტალური გამოძიება მოითხოვენ.

"გვჯერა, რომ ამ მოთხოვნების შესრულება მნიშვნელოვანია არა მარტო რუსეთის ჟურნალისტური საზოგადოებისთვის, არამედ მთლიანი რუსი საზოგადოებისთვის", - ნათქვამია გაზეთების განცხადებაში. 

ცნობისთვის: გოლუნოვი, რომელიც რუსი მაღალჩინოსნების შესაძლო კორუფციულ საქმიანობაზე სტატიას ამზადებდა, 6 ივნისს  ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. 

გოლუნოვის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ზურგჩანთიდან უცნობი ნივთიერების პაკეტი ამოიღეს. გაჩხრიკეს ჟურნალისტის სახლიც, საიდანაც ადვოკატის თქმით, კიდევ ერთი შეკვრა უცნობი ნივთიერების პაკეტი ამოიღეს.

ექსპერტიზის თანახმად, ზურგჩანთიდან ამოღებულ შეფუთვაში 3.56 გრამი მეფედრონი აღმოჩნდა. ჟურნალისტი ბრალდებას უარყოფს. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp