„ეროვნული ბანკის სავალუტო პოლიტიკა ლარის გრძელვადიან სტაბილურობაზეა გამიზნული“

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) პრეზიდენტის განცხადებით, სავალუტო პოლიტიკა, რომელსაც სებ–ი ახორციელებს, ლარის გრძელვადიან სტაბილურობაზეა გამიზნული.

„სავალუტო ინტერვენციები იმ ზომით და იმ პრინციპით, რომლითაც ახორციელებს ეროვნული ბანკი, საშუალოვადიან პერიოდში გაცვლით კურსზე გავლენას არ ახდენს. ამავე დროს, ის ხელს უწყობს კურსის გრძელვადიან სტაბილურობას. მოგეხსენებათ, რომ ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები ახლანდელ პერიოდში ყველაზე მიღებული მაჩვენებლის შესაბამისად არ არის ადექვატური, ამიტომ იმ მომენტში, როდესაც ამის შესაძლებლობა არის, მნიშვნელოვანია, რომ რეზერვები დავაგროვოთ. სწორედ ამ პოლიტიკას ემსახურება ეროვნული ბანკის პოლიტიკა და ვფიქრობ, რომ ეს გამართლებულია და ამავე დროს, მოწონებული ეკონომიკური პროფილის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჩვენი პარტნიორების მიერ", – განაცხადა კობა გვენეტაძემ. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp