ლევან როსტოშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

ტელეწამყვანი ლევან როსტოშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, როსტომაშვილს სასჯელის მოხდის ვადა 2020 წლის 7 იანვარს სრულდებოდა. 

უწყების ცნობით, როსტოშვილი სარეაბილიტაციო აქტივობებში ჩართული იყო და დაკისრებული სასჯელიდან ორ წელზე მეტი მოიხადა. 

2017 წლის მარტში ტელეწამყვან ლევან როსტოშვილს ნარკოტიკული საშუალება MDMA-ის უკანონო შენახვა-შეძენისთვის, 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 2017 წლის 5 ივნისს როსტოშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, რომლის საფუძველზეც მას სასჯელის ვადა შეუმცირდა და 3 წელი განესაზღვრა.

ლევან როსტოშვილი და ლაშა კურტანიძე ნარკოდანაშაულის ჩადენის ბრალდებით, თბილისში 2016 წლის 2 მაისს დააკავეს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp