აზერბაიჯანი ცხინვალის ე.წ. არჩევნებს „საერთაშორისო კანონმდებლობის უხეშ დარღვევად“ აფასებს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში გამართულ დე ფაქტო საპარლამენტო არჩევნებს „საერთაშორისო კანონმდებლობის უხეში დარღვევად“ აფასებს.

„აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. არ ვცნობთ სამხრეთ ოსეთში გამართულ ე.წ. არჩევნებს, რომელიც საერთაშორისო კანონმდებლობის უხეში დარღვევაა“, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის: ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში "არჩევნები" გუშინ გაიმართა. დე ფაქტო ცსკ-ის მონაცემებით,არჩევნებში მმართველი ძალამ "Единая Осетия" გაიმარჯვა. 

უნდა აღინიშნოს, რომ ეს იყო პირველი დე ფაქტო არჩევნები, რომელიც შერეული  - მაჟორიტარულ-პროპორციული სისტემით ჩატარდა.

საარჩევნო დღეებისთვის ცხინვალმა დე ფაქტო საზღვარი ჩაკეტა, იგი ხვალ, დილის 6 საათიდან გაიხსნება.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp