რამდენად არის შესაძლებელი შეჩერების მექანიზმის გამოყენება საქართველოსთან მიმართებაში?

ექსპერტთა კომენტარი

საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, ევროკავშირის რამდენიმე წევრმა ქვეყანამ საქართველოს მოქალაქეების მხრიდან უვიზო რეჟიმის არაკეთილსინდისიერად გამოყენების თაობაზე შეშფოთება გამოთქვა. უვიზო რეჟიმის მიღების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეების მხრიდან სავიზო რეჟიმის წესების დარღვევა (უსაფუძვლოდ თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადებების რაოდენობის მატება) განსაკუთრებით საფრანგეთმა, ავსტრიამ, გერმანიამ და შვედეთმა დააფიქსირეს.

მიუხედავად იმისა, რომ ქართველ და ევროპელ შინაგან საქმეთა მინისტრებს შორის მუდმივად მიმდინარეობს შეხვედრები ამ საკითხის განსახილველად და უკეთესი კოორდინაციის უზრუნველსაყოფად, მაინც არსებობს სპეკულაციები საქართველოსთან მიმართებით შეჩერების მექანიზმის გამოყენების თაობაზე, რაც ქვეყნისთვის ნეგატიური შედეგების მომტანი იქნება.

ჰოლანდიის მთავრობის ბოლოდროინდელმა გადაწყვეტილებამ, მიემართა ევროკომისიისთვის ალბანელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ, ეს საკითხი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადა. შესაბამისად, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის თხოვნით, ექსპერტებმა გერმანიიდან, ბელგიიდან, ნიდერლანდების სამეფოდან და საქართველოდან მიმოიხილეს საქართველოსთან მიმართებაში შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხი. კერძოდ, ექსპერტებმა უპასუხეს შემდეგ კითხვებს:

  • იქმნება თუ არა საქართველოს მოქალაქეების მიერ უვიზო მიმოსვლის არაკეთილსინდისიერად გამოყენებით „საგანგებო სიტუაცია“?
  • რამდენად შესაძლებელია შეჩერების მექანიზმის ამოქმედება საქართველოსთან მიმართებაში?


ნახვა გადმოწერა

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp