მედია: ახალციხეში შეიარაღებული მამაკაცი პოლიციის შენობაში შევარდა

ახალციხეში, ნასვამი მამაკაცი საპატრულო პოლიციის შენობაში შევარდა და სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, – იუწყება "სამხრეთის კარიბჭე".

მისივე ცნობით, 25 წლის ახალგაზრდა დანით იყო შეიარაღებული. 

დაკავებულის უფლებადამცველის ინფორმაციით, პოლიციელების მოთხოვნის საფუძველზე ახალგაზრდა მამაკაცმა ცივი იარაღი დააგდო. დაკავებულის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლმ უკვე იმსჯელა. 25 წლის ახალგაზრდას 30 000 ლარიანი გირაო შეეფარდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე, ხულიგნობის მუხლით მიმდინარეობს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp