პოროშენკო უკრაინის პრემიერობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს

უკრაინის ექს–პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს განცხადებით, იგი მზად არის, ქვეყნის პრემიერ–მინისტრი გახდეს, თუ მისი პარტია "ევროპული სოლიდარობა" ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს.

„თუ გავიმარჯვებთ არჩევნებში, რატომაც არა?“ – განაცხადა პორორშენკომ უკრაინულ მედიასთან საუბრისას.

ცნობისთვის: 31 მაისს პეტრო პოროშენკო პარტია „ევროპული სოლიდარობის“ თავმჯდომარედ აირჩიეს.  როგორც პოროშენკომ განაცხადა, პარტია ივლისისთვის დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, „რათა გაიმარჯვოს და ხელისუფლებას დაეპატრონოს“,

„ევროპული სოლიდარობა“ – ეს „პოროშენკო ბლოკის“ ახალი სახელწოდებაა. პოროშენკომდე პარტიას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ხელმძღვანელობდა. პარტიას უმაღლეს რადაში ამ დრომდე უმსხვილესი ფრაქცია აქვს.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რა სიახლეებით ხვდება განათლების სისტემა ახალ სასწავლო წელს