კობახიძე – ოქრუაშვილის პარტიაზე: „როგორ დასრულდება ეს ყველაფერი, საპარლამენტო არჩევნებზე ვნახავთ“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თავდაცვის ექს–მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილის მიერ ახალი პარტიის შექმნის საკითხს ეხმიანება და აცხადებს, რომ „როგორ დასრულდება ეს ყველაფერი, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ვნახავთ“.

„საქართველოში ყოველდღე ახალი პარტია იქმნება. ქვეყანაში 450 პარტიაა შექმნილი. ალბათ, მომავალი არჩევნების ბოლომდე 500-მდე გაიზრდება. ამ ახალ 50 პარტიას, ჯამში ალბათ, შეეძლება დაახლოებით ერთი პროცენტის დაგროვება. ეს არის დღევანდელი ტენდენცია. საბოლოო ჯამში, როგორ დასრულდება ეს ყველაფერი, ყველა ერთად ვნახავთ ოქტომბერში, როდესაც საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ცნობისთვის: ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკურ მოძრაობა "გამარჯვებულ საქართველოს" აფუძნებს. ახალი პოლიტიკური მოძრაობის პრეზენტაცია ხვალ იგეგმება.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp