„მუდმივი განახლება გვჭირდება, რათა მოწოდების სიმაღლეზე ავიდეთ“

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე მიიჩნევს, რომ მმართველ გუნდში მუდმივი განახლებაა საჭირო, რათა „მოწოდების სიმაღლეზე ავიდნენ“. 

„ზოგადად, ყოველთვის გვაქვს აქცენტი იმაზე, რომ ჩვენს პარტიას, როგორც ცოცხალ ორგანიზმს, სჭირდება განახლება და ახალი სახეები.  ჯერ კონკრეტულად ვერაფერზე ვერ ვისაუბრებ. ბუნებრივია, როცა დადგება ამის დრო, ჩვენ ამაზე განცხადებებს გავაკეთებთ. თუმცა ფაქტი არის, რომ წინსვლისთვის, უფრო მეტი სიახლისთვის და მეტი რეფორმებისთვის, ჩვენ გვჭირდება მუდმივად განახლება, რომ ავიდეთ მოწოდების სიმაღლეზე“,- განაცხადა კილაძემ.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp