თბილისის ქუჩები, რომლებსაც 11 ივნისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

11 ივნისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.

ნაძალადევის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის I, II კვარტლების, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, ბენდელიანის, დიდი ჯიხაიშის, კოკინაკის, პეტრე გრუზინსკის, ჯავის, მოლოკოვის, ზედაზენის, იმერეთის და ანაპის 414 დივიზიის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის, ამილახვარის და კარტოზიას ქუჩების მაცხოვრებელებს.

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), მიცკევიჩის, გამრეკელის და ცაგარელის ქუჩების მაცხოვრებელებს.

ისნის რაიონი

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შოთა ნადირაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

09 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის და ქინძმარაულის ქუჩის მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I მიკრორაინის, აეროდრომის დასახლების (ნაწილობრივ), ბზითაგორის, თრიალეთის, ხომლელის და ჯავახეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, ლილოს დასახლების IV, V კვარტლების და გოკიელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხივნის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის I კვარტლის, სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), ლუბლიანას, მიხეილ ჭიაურელის და მიხეილ იოსელიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ტაბახმელას მაცხოვრებლებს.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp