სეტყვა, წვიმა ელჭექით – 11 ივნისის ამინდის პროგნოზი

სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ. კერძოდ, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 11 ივნისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა-ელჭექით, ზოგან შესაძლებელია, სეტყვა. ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობზე +32, +37, სანაპირო რაიონებში +26, +31, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +28, +33 გრადუსია მოსალოდნელი. 

ამავე წყაროს ცნობით, 12-13 ივნისს, საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ასევე სეტყვა. ელჭექის დროს ზოგან შესაძლებელია ქარის შკვალური გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +27, +32 გრადუსი იქნება. 

თბილისში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, შესაძლოა აღინიშნოს ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რა სიახლეებით ხვდება განათლების სისტემა ახალ სასწავლო წელს