ჩინეთი აშშ–ს ემუქრება

ჩინეთი აშშ–ის საპასუხო ზომებით ემუქრება იმ შემtხვევაში, თუ ვაშინგტონი 300 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ პროდუქციაზე საბაჟო გადასახადს გააძვირებს.

„ჩვენი მთავრობის პასუხი იქნება მტკიცე, თუ აშშ საბაჟო გადასახადს გააძვირებს“, – განაცხადეს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ცნობისთვის:  აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა CNBC-სთან ინტერვიუში განაცხადა იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთის პრეზიდენტი მასთან შეხვედრას და მოლაპარაკებებზე უარს იტყვის, ახალი საბაჟო გადასახადები დაწესდება.

აშშ-სა და ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრა  სავარაუდოდ, „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში გაიმართება, რომელიც იაპონიის ქალაქ ოსაკაში 28-29 ივნისისთვის არის დაგეგმილი.   

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რა სიახლეებით ხვდება განათლების სისტემა ახალ სასწავლო წელს