სასამართლომ, ლაგოდეხში 16 წლის გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

გურჯანის რაიონულმა სასამართლომ 16 წლის გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებული 40 წლის მამაკაცი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

ცნობისთვის: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 16 წლის გოგო 40 წლის მამაკაცს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ბ.-მ 2018 წლის სექტემბერში, სოფელ კონდოლში 16 წლის არასრულწლოვან გოგონასთან, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალადობის მუქარის გამოყენებით, დაამყარა სქესობრივი კავშირი. არასრულწლოვანი დაფეხმძიმდა, რომელმაც მიმდინარე წლის მაისში იმშობიარა.

„შესაბამისად, პოლიციას მას შემდეგ მიმართეს, როდესაც არასრუწლოვანმა ბავშვი გააჩინა. გამოძიების ფარგლებში ჩატარებული გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის შედეგად დადგინდა, რომ ი. ბ. ახლადდაბადებული ბავშვის ბავშვის მამაა. გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით გაუპატიურების ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის “დ”ქვეპუნქტით. დანაშაული 10-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია შს სამინისტროს ინფორმაციაში.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp