პატარკაციშვილის საქმე – პროცესზე მხარეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდების მხარის მოწმის მამუკა შაროვის დაკითხვის დროს მხარეები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება მოწმის ჩვენებას მოჰყვა. 

„მე, როგორც ბადრი პატარკაციშვილის დაცვის თანამშრომელს, 2007 წელს კუდ-ის მაღალჩინოსანი გიორგი დგებუაძე შემხვდა და პატარკაციშვილის მზარეულებზე ინფორმაცია მთხოვა, ორ თვეში კი ლიკვიდაცია იგეგმებოდა“,– განაცხადა საზოგადოებრივი მაიწყებლის ცნობით, მოწმემ.

დაცვის მხარემ კი საქმეში არსებული ფარული ჩანაწერის გაშიფრული ვერსია წაუკითხეს მოწმეს, სადაც მას დგებუაძისა და მოწმის შეხვედრის დროს ლიკვიდაცია არ უხსენებია.

დაცვის მხარე პროკურატურის საქმის მასალებში არსებული ფარული ჩანაწერის პროცესზე წარმოდგენას ითხოვს, რომელიც როგორც ცნობილია მასტერას იგივე დგებუაძისა და ბადრი პატარკაციშვილის დაცვის თანამშრომლის 2007 წლის შეხვედრაზეა ჩაწერილი.

პროცესზე ხმაური იყო, რის შემდეგაც მოსამართლემ შესვენება გამოაცხადა.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp