ბუტა რობაქოძე: "კრიმინალები მოდიან პოლიტიკაში"

კრიმინალები მოდიან პოლიტიკაში, ოქრუაშვილი ციხეში უნდა იყოს,- ასე ეხმიანება 2006 წელს მოკლული ბუტა რობაქიძის მამა სოსო რობაქიძე ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას. მან განცხადება „შერატონ მეტეხი პალასში“ გააკეთა, სადაც ირაკლი ოქრუაშვილის პრესკომფერენცია მიმდინარეობს მომავალ პოლიტიკურ გეგმებზე. რობაქიძე პრესკონფერენციის დაწყებამდე მივიდა დარბაზში, სადაც იმ დროს თავად ირაკლი ოქრუაშვილი არ იმყოფებოდა.

"კრიმინალები მოდიან პოლიტიკაში საქართველოში. კაცი არის მატყუარა. ეგ კაცი პოლიტიკაში როგორ უნდა მოვიდეს? ეგ წავა ციხეში! სამოქმედო გეგმაზე გავაკეთებ განცხადებას მომავალ კვირაში",- აღნიშნა სოსო რობაქიძემ.

როგორც რობაქიძე ამბობს, ის ოქრუაშვილს პოლიტიკაში ყოფნას არ დააცდის. 


"6 კაცი ადებს მას ხელს. შეიძლება ადეიშვილმა, ოქრუაშვილმა, მერაბიშვილმა პარტია გახსნან და იქ ადამიანები მივიდნენ? ვინც მიდიან გარეწრები არიან. გავაცოცხლებ "გადაარჩინე სიცოცხლეს". ეტყობა დაავიწყდათ ვინ იყვნენ ესენი. ყველაზე ძლიერი ორგანიზაცია იქნება 2020-ში, სადაც ვერც „ნაცები“, ვერც ოქრუაშვილი და ასეთი ხალხი 10%-საც ვერ გადალახავს. მაინტერესებს დღეს ოქრუაშვილთან ვინც მივა როგორ ჩაგვხედავს თვალებში, დასაჭერმა კაცმა სამართლიანობაზე როგორ უნდა ილაპარაკოს? არ ვაცდი პოლიტიკაში ყოფნას. ყველა ბოლოს „ნაცებთან“ მოიყრიან თავს. გუბაზს ვთხოვ, დიდი პატივს ვცემდი, სირცხვილი იქნება თუ ამოყოფ „ნაცების“ ოჯახში თავს, ისე როგორც შალვა შავგულიძე აღარც ადვოკატია, აღარც კაცი და აღარც პოლიტიკოსი",- განაცხადა რობაქიძემ.

ცნობისთვის: ოქრუაშვილი პოლიტიკურ ორგანიზაციას აფუძნებს. მისი თანამებრძოლები გუბაზ სანიკიძე და კოტე კომულარია იქნებიან. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp