გიორგი დემეტრაძე "ევროპული საქართველოს" ბრალდებას პასუხობს

"მთაწმინდაზე დავიბადე, გავიზარდე და არჩევნების დღესაც ბუნებრივია, იქ ვიყავი," – ასე პასუხობს ფეხბურთელი გიორგი დემეტრაძე "ევროპული საქართველოს" განცხადებებს.

როგორც დემეტრაძემ პირველ არხს განუცხადა, "ქართული ოცნების" მომხრეა, თუმცა მათ მხარდასაჭერად არაფერი გაუკეთებია. 

„მთაწმინდაზე დავიბადე, გავიზარდე. ბუნებრივია, არჩევნების დღესაც იქ ვიყავი. მე ვარ „ქართული ოცნების“ მომხრე, მაგრამ რაიმე ქმედებას რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდასაჭერად, ჩემი მხრიდან ადგილი არ ჰქონია,“ - თქვა დემეტრაძემ.

ცნობისთვის: "ევროპული საქართველოს" ერთ–ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებით, არჩევნების დღეს მთაწმინდის მე-13 და მე-14 საარჩევნო უბნებზე, რომლებიც ჯამბულის და თაბუკაშვილის ქუჩებზე მდებარეობდა, კრიმინალების კონცენტრაცია იყო.

"იყო წარმოუდგენელი კონცენტრაცია კონკრეტული კრიმინალების, აქ იყო ცნობილი "დობო", რომელიც ცნობილია მისი კრიმინალური წარსულით, იქ იყო მისი მეგობარი ეს გაგი ლადოევი, რომლებიც ერთად არიან სულ და კიდევ ბევრი ადამიანი... გიორგი დემეტრაძე, რომელიც არის კალაძის მარჯვენა ხელი, რომელიც უგვარებს არჩევნებს, ეს არის მთელი დაჯგუფება კრიმინალური ადამიანების," - თქვა ხოშტარიამ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp