ტაშკენტში 12-14 ივნისს „კამკას“ მეექვსე რეგიონული ფორუმი გაიმართება

12-14 ივნისს ტაშკენტი „კამკას“ მეექვსე რეგიონულ ფორუმს უმასპინძლებს. უზბეკეთის დედაქალაქში სამხრეთ კავკასიის, შუა აზიის, მონღოლეთისა და ავღანეთის წარმომადგენლებთან ერთად, მსოფლიო ბიზნეს და პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები შეიკრიბებიან.

„კამკა“ არაპოლიტიკური რეგიონული ფორუმია, რომლის მიზანია სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს შორის ეკონომიკური და სოციალური თანამშრომლობის გაზრდა. ფორუმი ერთადერთი პლატფორმაა, რომელიც 10 სახელმწიფოს აერთიანებს. საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, მონღოლეთისა და ავღანეთის წარმომადგენლები რეგიონული თანამშრომლობის მზარდ შესაძლებლობებს განიხილავენ.

ღონისძიების ორგანიზატორები რამფსველდის ფონდი და ცენტრალური აზია – კავკასიის ინსტიტუტია. წლევანდელი ფორუმის დევიზია „კამკა“ საერთო ინტერესები, საერთო მისწრაფებები“. პანელურ სესიებზე განხილული იქნება ვაჭრობის, ტრასპორტის, ტრანზიტისა და ინოვაციების საკითხები რეგიონულ ჭრილში.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„ლელოს“ პირველი 12 წევრის ვინაობა ცნობილია