თბილისში ავტომანქანა ხუთ გაჩერებულ ავტომობილს დაეჯახა

თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე ავტომანქანა ხუთ გაჩერებულ ავტომობილს დაეჯახა. 

შსს-ს ინფორმაციით,  ავარიის შედეგად სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო მძღოლმა, რომელიც მოძრავ ავტომობილს მართავდა.

ბარნოვის ქუჩაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს, ავტომობილის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp