ზელენსკიმ პარლამენტს გენპროკურორ ლუცენკოს გადაყენება სთხოვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ პარლამენტს გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს თანამდებობიდან გადაყენება სთხოვა. 

გარდა ამისა, პრეზიდენტმა პარლამენტს მიმართა, NATO–ში უკრაინის ყოფილი ელჩი ვადიმ პრისტაიკო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნოს.

„პროკურატურის შესახებ კანონში აღნიშნულია, რომ პროკურორი უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც სამართლის სფეროში გამოცდილება აქვს. ასეთი გამოცდილება ლუცენკოს არ გააჩნია“, – განაცხადა  პრეზიდენტის მრჩეველმა რუსლან რიაბოშაპკამ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„პატრიოტთა ალიანსმა“ ამერიკის საელჩოსთან აქცია გამართა