ფილარეტი: "ამ ტომოსს არ ვიღებთ"

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატიო პატრიარქი ფილარეტი აცხადებს, რომ მსოფლიო საპატრიარქოს მიერ მინიჭებულ ტომოსს არ მიიღებს, რადგან მისი შინაარსი არ იცოდა. 

„ამ ტომოსს არ ვიღებთ, რადგან არ ვიცოდით ტომოსის შინაარსი. ეს რომ გვცოდნოდა, 15 დეკემბერს ავტოკეფალიას ხმას არ დავიჭერდით, რადგან არ გვსურს, ერთი დამოკიდებულებიდან, მეორეზე გადასვლა. მოსკოვის საპატრიარქო მოსკოვის ინტერესებს ემსახურება, ხოლო უკრაინის მართლმადიდებლი ეკლესია – ბერძნებს და ვინ უნდა ემსახუროს უკრაინას?“ – განუცხადა ჟურნალისტებს ფილარტმა.

მისივე თქმით, ის 20 ივნისს კრების მოწვევას გეგმავს. 

„ჩვენ მოვიწვევთ კრებას და არ ვაღიარებთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც 15 დეკემბერს გამართულ კრებაზე იყო მიღებული. შესაბამისად, ვაჩვენებთ, რომ კიევის საპატრიარქო იყო, არის და იქნება. კრებას 20 ივნისს გავმართვათ“, – განაცხადა ფილარეტმა.

მისივე თქმით, უახლოეს ხანში კიევის საპატრიარქო წერილს გაუგზავნის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდაჭერას სთხოვს.

ამასთან, „უნიანის“ ცნობით, 15 მაისს ფილარეტმა განაცხადა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტმა ეპიფანემ და უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ის მოატყუეს და დაარღვიეს მიცემული პირობა, რომ ტომოსის მიღების შემდეგ ფილარეტი უკრაინულ ეკლესიას ქვეყნის შიგნით უხელმღვანელებდა, ხოლო ეპიფანე უკრაინის მიტროპოლიას საგარეო ასპარეზზე წარმოადგენდა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ლარის კურსი 16 სექტემბერს