ყაზახეთში საპროტესტო აქციების 700-მდე მონაწილეა დაკავებული

ყაზახეთში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე 700-მდე ადამიანი დააკავეს. დემონსტრანტები არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. 

დაკავებულები ნურსულთანიდან რეგიონებში გაიყვანეს. ყაზახეთის შს მინისტრ მარად კოჟაევის განცხადებით, აქციის მონაწილეთა ნაწილს ჯარიმები დააკისრეს, ნაწილი კი წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება. 

ყაზახეთში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, ქვეყნის ახალი პრეზიდენტი მმართველი პარტიის კანდიდატი კასიმ-ჟომარტ ტოკაევია. 


Facebook Twitter Email Viber WhatsApp