დაღესტნისა და ჩეჩნეთის საზღვარზე ვითარება დაიძაბა [ვიდეო]

ინტერნეტში ქვეყნდება ვიდეო, რომელიც ჩეჩნეთ–დაღესტნის საზღვარზე შექმნილ დაძაბულ ვითარებას ასახავს. ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ახალგაზრდებმა მოაძრეს საგზაო ნიშანი წარწერით "შევკოვის რაიონი", რომელიც ყიზლარის გარეუბანში იყო დამონტაჟებული. 


როგორც მოგვიანებით ამასთან დაკავშირებით ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერმა მაგომედ დაუდოვმა განაცხადა, დემონტირებულ საგზაო ნიშნებს ისევ ძველ ადგილებზე დააბრუნებენ. 

ამასთან, "კავკაზსკი უზელის" ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შემავალი ორი რესპუბლიკის სასაზღვრო ზოლთან დიდი რაოდენობით კამუფლირებული სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა გადაისროლეს. 

დაღესტანი  ცალმხრივ რეჟიმში თავის ტერიტორიებს არ დათმობს, ხოლო ყველა სადისკუსიო საკითხი საჯარო განხილვაზე იქნება გატანილი, მათ შორის – ადგილობრივი მაცხოვრებლების მონაწილეობით,– განაცხადა, თავსი მხრივ, საგანგებო თათბირზე დაღესტნის რესპუბლიკის ლიდერის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვლადიმირ ივანოვმა.


"სანამ აქ ვმუშაობ, დაღესტნის ტერიტორიის არც ერთი კვადრატული მეტრი არავის გადაეცემა ცალმხრივ რეჟიმში. ჩეჩნური საგზაო ნიშნების მონტაჟი, რამაც ყიზლარის რაიონის მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია, ტერიტორიულ დავებს არ უკავშირდება, ვითარებას ხელოვნურად ძაბავენ. ჩეჩნეთის შელკოვოს რაიონის ხელისუფლება ვალდებული იყო, საზღვარზე საგზაო ნიშნების მონტაჟის შესახებ წინასწარ გავეფრთხილებინე",– აცხადებს ვლადიმირ ივანოვი დღეს youtube–ზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში.

მისივე მტკიცებით, "ორ რესპუბლიკას შორის სისტემური უთანხმოებები არ არსებობს. არსებობენ მხოლოდ ცალკეული ჯგუფები და ავანტიურისტები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ვითარების გამწვავებით". 

"არავის მივცემთ უფლებას, საკუთარი ინტერესებისთვის ვითარების ესკალაცია მოახდინოს. რაიმე სხვა კუთხით კი მრავალეროვანი, მრავალკონფესიური დაღესტნის ინტერესებიდან გამომდინარე კი მსგავსი ქმედებების აღქმა შეუძლებელია",– დასძინა მან.

ცნობისთვის: 16 მარტს ჩეჩნეთმა ცალმხრივი გადაწყვეტილებით დაირეგისტრირა მიწის ნაკვეთი ყიზლარის რაიონის მიდამოებში, სოფელ ნოვომონასტირსკოეს სიახლოვეს. მაშინ ჩეჩნეთის რესპუბლიკის რუსეთის მიერ ხელდასმულ ლიდერ რამზან კადიროვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განმარტა, რომ "ჩეჩნეთი დიდხანს ელოდა და დაღესტნის მხრიდან რეაქცია ვერ მიიღო".

თავის მხრივ ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ საზღვრის დემარკაციის საკითხებზე მომუშავე დაღესტნური კომისიის წევრები ამ მიდამოებში არ გამოჩენილან.

შეგახსენებთ, რომ ტერიტორიებთან დაკავშირებით დავა ჩეჩნეთსა და ინგუშეთსაც აქვთ. კერძოდ, ინგუშეთის ხელმძღვანელმა მიიღო გადაწყვეტილება, ჩეჩნეთისთვის კონკრეტული ტერიტორიები დაეთმო, რასაც ინგუშეთში მასშტაბური პროტესტი მოჰყვა. საზოგადოების წინააღმდეგობა ამ დრომდე გრძელდება.   

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp