სააკაშვილი განმარტავს, რატომ არ სურს სხვა პოლიტიკურ ძალებთან ერთად არჩევნებში მონაწილეობა

საქართველოს ექს-პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, პარტია  „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი განმარტავს, რატომ არ სურს სხვა პოლიტიკურ ძალებთან ერთად არჩევნებში მონაწილეობა.

როგორც სააკაშვილი აცხადებს,  ყველა პარტია თავის საარჩევნო სიაში ადგილებს ყიდის. მისივე თქმით, სიაში ადგილების ფასები საშუალოდ ნახევარი მილიონიდან სამ მილიონ დოლარამდე მერყევობს.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ მხოლოდ პრეზიდენტის პარტია „ხალხის მსახურზე“ ვერ იტყვის ამას, „რადგან იქ სხვა ტიპის შერჩევა იყო და ამ პარტიაში გაწევრიანებისკენ ხალხი რეალურად მიილტვის“.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp