50-მდე ცხენოსანმა დავით–გარეჯის მიმართულებით მსვლელობა დაიწყო

საგარეჯოს ცენტრში სხვადსხვა რეგიონიდან ჩასულმა 50–მდე ცხენოსნმა დავით–გარეჯის მიმართულებით მსვლელობა დაიწყო. ისინი ხვალისთვის დაგეგმილ გარეჯობის დღესასწაულს შეუერთდებიან.  სლოგანით - „გარეჯი საქართველოა“ - მხედრები ხვალ დაგეგმილ დოღში მიიღებენ მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ ხვალ დავით გარეჯელის სახელობის დღესასწაულია, იგივე მამადავითობა, რომელიც ამაღლებიდან პირველ ხუთშაბათს იმართება. 



Facebook Twitter Email Viber WhatsApp