ყანდაურაში ქმრის მიერ დაჭრილი ცოლი გარდაიცვალა

სოფელ ყანდაურაში  ქმრის მიერ დაჭრილი ცოლი გარდაიცვალა.  იგი საავადმყოფოდან საკუთარ სახლში წუხელ, გვიან ღამით გადმოასვენეს. 

გამოძიების ინფორმაციით, 3 მაისს  85 წლის ქმარმა 76 წლის ცოლი თავში არეში დაჭრა. ქალი თავდაპირველად საგარეჯოს საავადმყოფოში მოათავსეს, მოგვიანებით კი თბილისში გადმოიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ გამოძიების ინფორმაციით, 85 წლის ომარ გამყრელიძეს 4 ადამიანის - შვილის, რძლის და ორი მეზობლის მკვლელობას ედავებიან.  


Facebook Twitter Email Viber WhatsApp