"ტაქსის მძღოლები, რომელთაც შემოსავალი არ უფიქსირდებათ, ბანკებიდან სესხის აღებას შეძლებენ"

თბილისის მერის განცხადებით, ტაქსის მძღოლები, რომელთაც შემოსავალი არ უფიქსირდებათ, ბანკებიდან სესხის აღებას შეძლებენ.

"ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია საბანკო სექტორთან და მივაღწიეთ შეთანხმებას, 3-4 დღის განმავლობაში ბანკები გააკეთებენ ამაზე განცხადებას და იქნება კონკრეტული შეთავაზებები ტაქსის მძღოლებისთვის, სპეციალური პროგრამები კეთდება, სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა აიღონ სესხი და თანხა იმისთვის, რომ მათ ჩაანაცვლონ ძველი ახალი ავტომობილებით. იქნება იაფი კრედიტები იმისთვის, რომ მოხდეს ხელშეწყობა ტაქსის მძღოლებისთვის“-განაცხადა კახა კალაძემ. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp