აშშ საქართველოს სამშვიდობო ინიციატივებში დახმარებას დაჰპირდა

აშშ საქართველოს სამშვიდობო ინიციატივებში დახმარებას დაჰპირდა. ამის შესახებ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლისთავზე მიღებულ დეკლარაციაშია ნათქვამი.

„ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო ერთად იმოქმედებენ სამშვიდობო ინიციატივების განსახორციელებლად იმისთვის, რომ გააძლიერონ კავშირები საქართველოს რეგიონების აფაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის რუსული ოკუპაციის შედეგად გაყოფილ საზოგადოებებს შორის“, – აღნიშნულია დეკლარაციაში. 

გარდა ამისა, დეკლარაცია მოიცავს  აშშ–სა და საქართველოს შორის უსაფრთხოებისა და სამხედრო სფეროში თანამშრომლობას. მასში აღნიშნულია, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს საქართველოს ინტეგრაციას გლობალურ ეკონომიკაში.

დოკუმენტში ასევე საუბარია დემოკრატიისა და დამოუკიდებელი მედიის მნიშვნელობაზე.

"შეერთებული შტატები და საქართველო აღიარებენ, რომ ძლიერი და პლურალისტული დემოკრატია, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, დამოუკიდებელი მედია, ადამიანის უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემა, კანონის უზენაესობა, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მთავრობა, ასევე ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება აუცილებელია საქართველოს განვითარების უზრუნველსაყოფად და მავნე უცხოური ზეგავლენის წინააღმდეგ საბრძოლველად“,- ნათქვამია დეკლარაციაში.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp