მდინარე სურამულაზე აღდგენის პროექტი მიმდინარეობს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის პროექტის რეგიონულ კოორდინატორს მერი მეტიუზს და პროექტის ექსპერტს ახმედ ელსეუდს შეხვდა.

აღნიშნული პროექტი გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისა (GEF) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ხორციელდება. 2016 წლიდან დაწყებული პროექტი საქართველოსა და აზერბაიჯანში მიმდინარეობს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მდ. სურამულას აღდგენის პროექტის მიმდინარეობაზე, რომელიც მიზნად ისახავს მდინარეზე ზეწოლის შემცირებას და მდინარის ბუნებრივი მდგომარეობის აღდგენას. ხაშურის მუნიციპალიტეტში,  მდინარე სურამულას ნაპირზე დაგეგმილია ხელოვნური ჭარბტენიანი ტერიტორიის მოწყობა, რომლის საშუალებითაც მოხდება სოფელ ჩუმათელეთის დასახლებიდან წარმოქმნილი ჩამდინარე წყლების გაწმენდა. პროექტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია ხაშურის მუნიციპალიტეტში დამატებითი კონტეინერების შეძენა-განთავსება და ნარჩენების შეგროვება-გატანის დაგეგმვის გაუმჯობესება. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp