ზურა ხაჩიძე სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა

მომღერალი ზურა ხაჩიძე, სამცხე–ჯავახეთში გუბერნატორის მოადგილედ დღეს, 12 ივნისს წარადგინეს, - იუწყება   „სამხრეთის კარიბჭე“.

გამოცემის ცნობით, მომღერალი მხარის გუბერნატორ ბესიკ ამირანაშვილის მესამე მოადგილე იქნება. გუბერნატორმა ზურა ხაჩიძე თანამშრომლებს უკვე წარუდგინა. რა მიმართულებით იმუშავებს ხაჩიძე აღნიშნულ პოზიციაზე, უცნობია. სამხარეო ადმინისტრაციაში, „სამხრეთის კარიბჭეს“ განუმარტეს, რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გაავრცელებენ.

ზურა ხაჩიძე, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო „პატრიოტთა ალიანსიდან“. 

წყარო: "სამხრეთის კარიბჭე"

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp