ბაქო: „უნდა გაფორმდეს დოკუმენტი, რომელიც საქართველო–აზერბაიჯანის არსებულ საზღვარს განამტკიცებს“

„საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრები ყოველთვის არსებობდა, საბჭოთა დროს ადმინისტრაციული საზღვარი იყო სსრკ–ის დაშლის შემდეგ საზღვარმა სხვა სტატუსი მიიღო და ახლა უნდა გაფორმდეს დოკუმენტი, რომელიც არსებულ საზღვარს განამტკიცებს“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხალაფ ხალაფოვმა განუცხადა.

ამერიკის ხმის აზერბაიჯანული ბიუროსთვის მიცემულ ინტერვიუში დიპლომატმა აღნიშნა, რომ შეუთანხმებელი რჩება საზღვრის 13 მონაკვეთი და „ქეშიქჩიდაგის [დავით–გარეჯი] სამონასტრო კომპლექსი მათ შორისაა“.

„დემარკაცია ხანგრძლივი პროცესია, მოლაპარაკებები გრძელდება და ყოველ ჯერზე გარკვეულ წინსვლას ვაღწევთ. საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის კონტაქტები გრძელდება  როგორც საელჩოების, ისე მთავრობების სპეცწარმომადგენლების დონეზე. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიმდინარე კვირას შეუთანხმებელ მონაკვეთებზე გავლენ, რის შემდეგაც ორმხრივი სადელიმიტაციო კომისიის მორიგი სხდომის თარიღი ჩაინიშნება. სხდომა თბილისში გაიმართება, დიდი ალბათობით, ივლის–აგვისტოში“, – განაცხადა  ხალაფოვმა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp