მუცო ევროპის ხმებისთვის იბრძვის

ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოში ადამიანებს ეძლევათ შესაძლებლობა ხმა მისცენ თავიანთ რჩეულებს იმ ძეგლებსა და პროექტებს შორის, რომლებსაც მიენიჭათ Europa Nostra-ს წლევანდელი პრემიები.

სიაშია მუცოც - საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ციხე-სოფელი, რომელიც დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.

Europa Nostra (ლათინურად „ჩვენი ევროპა") არის სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ინდივიდთა გაერთიანება, რომელიც ემსახურება ევროპული მემკვიდრეობის შენარჩუნებას. მას იუნესკოს კონსულტანტის სტატუსი აქვს მინიჭებული.

„სოფელი, რომელიც გამაოგნებლად არის მორგებული მიმდებარე ლანშფატს მასალის ჰარმონიულად გამოყენების წყალობით, X საუკუნიდან იყო დასახლებული. მკაცრმა კლიმატმა, სოფლის მეურნეობისათვის გამოსადეგი მიწის სიმწირემ და უხეირო ინფრასტრუქტურამ, წყლის ნაკლებობასთან ერთად, გამოიწვია XX საუკუნის შუა პერიოდიდან სოფლის დაცლა“ - აღნიშნულია მუცოს შესახებ ტექსტში, რომელიც Europa Nostra-ს ჯილდოს მინიჭებასთან დაკავშირებით გამოქვეყნდა. იქვე აქებენ საქართველოში ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით 2014 წელს დაწყებულ პროექტს, რომელიც მუცოს რესტავრაციას ემსახურება.

მუცო სწორედ საუკეთესო სარესტავრაციო პროექტის კატეგორიით დაჯილდოვდა.

​Europa Nostra-ს საიტზე კენჭისყრა, რომელიც ძეგლებს შორის საზოგადოების რჩეულს გამოავლენს, 15 სექტემბრამდე გაგრძელდება.

  • საიტზე შესვლის შემდეგ საშუალება გეძლევათ ხმა მისცეთ სამ სხვადასხვა პროექტს.
  • პირველი არჩევანი 3 პუნქტს გულისხმობს, მეორე - 2 პუნქტს, მესამე - 1 პუნქტს.
  • თითო ქვეყნისთვის მხოლოდ ერთხელ არის შესაძლებელი ხმის მიცემა.
  • არჩევანის გაკეთების შემდეგ დააწკაპუნეთ ღილაკზე, რომლითაც თანხმდებით წერილი მიიღოთ ელფოსტით.
  • კენჭისყრის ვადა 2019 წლის 15 სექტემბერს ამოიწურება.
  • კენჭისყრაში მონაწილეობა მხოლოდ ერთხელ შეგიძლიათ. თქვენს საფოსტო მისამართს არავის გაუზიარებენ.
  • შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი ფავორიტი პროექტის (პროექტების) შესახებ.

საზოგადოების რჩეულის გამოვლენის შემდეგ Europa Nostra გასცემს კიდევ ერთ ჯილდოს, „გრან პრის“, თუმცა ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს საგანგებო ჟიური. „გრან პრის“ მფლობელს 10 ათასი ევრო ერგება.

წყარო: radiotavisupleba.ge

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp