“ანაკლია და რუსეთი ერთი კონტექსტი პირდაპირ არ არის, მაგრამ როდესაც ჩვენ პორტის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ვსაუბრობთ უსაფრთხოების კონტექსტში, აქ რუსეთზეც არის საუბარი“

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ტელეკომპანია „პირველთან“ ანაკლიის პორტის შესახებ ისაუბრა :

“ანაკლია და რუსეთი ერთი კონტექსტი პირდაპირ არ არის, მაგრამ, როდესაც ჩვენ ანაკლიის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ვსაუბრობთ უსაფრთხოების კონტექსტში, როდესაც ანაკლიის მშენებლობაზე ვსაუბრობთ ასევე ეკონომიკური უსაფრთხოების კონტექსტში, რა თქმა უნდა, აქ არის რუსეთზე საუბარი. ბუნებრივია, ჩვენ ვსაუბრობთ შავ ზღვაზე, სადაც არამარტო ქართული, არამედ რუსული პორტებიცაა განთავსებული და, რა თქმა უნდა, პორტებს შორის არის კონკურენცია. სწორედ ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ანაკლიაში განვითარდეს ამ მოცულობის პორტი, რა მოცულობის პორტიც არის დაგეგმილი“.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp