ბელარუსმა რუსული ნედლეულის უხარისხობის გამო ნავთობპროდუქტების ექსპორტი შეაჩერა

ბელარუსმა პოლონეთში, უკრაინასა და ბალტიის ქვეყნებში ნავთობპროდუქტებისა და დიზელის საწვავის ექსპორტი შეაჩერა, რაც რუსეთიდან უხარისხო ნედლეულის მიწოდებას უკავშირდება. ამის შესახებ ეროვნული ნავთობკომპანიის ხელმძღვანელის მოადგილემ სერგეი გრიბმა განაცხადა.

„ამ მომენტისთვის საკონტრაქტო ვალდებულებები შეჩერებულია და ასე გაგრძელდება რუსული ნავთობის საკითხის გადაჭრამდე“, – განაცხადა გრიბმა.

ცნობისთვის: გასულ კვირას „ბელნეფტექიმმა“ გააკეთა განცხადება რუსული ენერგონედლეულის ხარისხის გაუარესების თაობაზე. საუბარია რუსულ ნედლეულზე, რომელიც ბელარუსს ტრანზიტით „გომელტრანსნეფტი დრუჟბის“ მაგისტრალური ნავთობსადენით მიეწოდება. ბელარუსული მხარის ინფორმაციით, მიწოდებულ ნავთობში ქლორორგანული შენაერთების შემცველობა სტანდარტულ ნორმას რამდენიმე ათეულჯერ აჭარბებს.

„ტრანსნეფტმა“ უხარისხო ნედლელულის მიწოდების ფაქტი აღიარა. უახლოეს ხანებში მხარეები ტექნიკურ და საკომპენსაციო საკითხებს განიხილავენ.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"შავგულიძისნაირი დეპუტატი არაერთია პარლამენტში"