TESLA რეკორდულ მოგებას ელის

ელექტრო ავტომობილების მწარმოებელი ამერიკული კომპანია Tesla მიმდინარე კვარტალში ოპტიმისტურად არის განწყობილი.

CNBC -ის ინფორმაციით, კალიფორნიაში, კონცერნის ხელმძღვანელობის შეკრებაზე ელონ მასკმა განაცხადა, რომ რეკორდულ გაყიდვებს ელოდება.

"ყველა მხრიდან კარგი შანსები გვაქვს იმისთვის, რომ რეკორდულ მოგებაზე გავიდეთ", - აღნიშნა ილონ მასკიმ.

კომპანიაში იმედოვნებენ, 2019 წლის მეორე კვარტალში 90.000-დან 100.000-მდე ელექტრომობილის გაყიდვას შეძლებენ. პირველ კვარტალში კი, ეს რიცხვი მხოლოდ 63.000-მდე იყო.

შეგახსენებთ: ცოტა ხნის წინ საინფორმაციო სააგენტო "როიტერსის" წერდა, რომ ამერიკული ელქტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla კრიზისულ მდგომარეობაშია, ინვესტორები და ანალიტიკოსები კონცერნისადმი ნდობას კარგავენ. აღსანიშნავია ისიც, რომ გასული წლის ზაფხულში ელონ მასკმა ფინანსური კირიზის გამო, კონცერნში დასაქმებული 50 000 ადამიანიდან - 4 500 გაათავისუფლა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ილია მეორე: "მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის ხელისუფლებას"