13 ივნისის ამინდის პროგნოზი

სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ. კერძოდ, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 13 ივნისს, საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია, ძლიერი, ასევე სეტყვა. ელჭექის დროს ზოგან შესაძლებელია ქარის შკვალური გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +27, +32 გრადუსი იქნება. 

თბილისში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, შესაძლოა აღინიშნოს ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp