4 წელი თბილისში მომხდარი ტრაგედიიდან

ოთხი წელი შესრულდა მდინარე ვერეს ხეობაში სტიქიური უბედურებიდან, რომელსაც 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

2015 წლის 13 ივნისს, გვიან ღამით დაწყებული ძლიერი და ხანგრძლივი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ვერემ დაანგრია საცხოვრებელი სახლები, თბილისის ზოოპარკი, ვაკისა და საბურთალოს დამაკავშირებელი ავტომაგისტრალი და პარკი „მზიური.“

უსახლკაროდ დარჩა 200-ზე მეტი ოჯახი. ზარალმა 50 მილიონი ლარი შეადგინა. სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში სამაშველო სამსახურის, შსს-ს და შეიარაღებული ძალების დანაყოფებთან ერთად მონაწილეობდა ათასობით მოხალისე.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp