მართვის მოწმობა გამოცდების გარეშე – დაკავებულია ერთი პირი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს 

თანამშრომლებმა თაღლითობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე მურმან მ. დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, მურმან მ. სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს 

მომსახურების სააგენტოში ვითომდა პირადი ნაცნობების გამოყენებით, თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების გარეშე, მოქალაქეს მართვის მოწმობის აღებას დაჰპირდა, სანაცვლოდ კი 800 ლარი მიიღო. 

გამოძიება თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს  თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 7 წლამდე). გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp